დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

დავასრულოთ ეს ერთკაციანი პარტიები - ამირან სალუქვაძე 17.02.2021 16:21

ახლა ვინც ხართ ენმ-ის ოფისში, გაერთიანდით ერთ პარტიად, აირჩიეთ თავმჯდომარე, მაგალითად ლელოს ლიდერი, ან სხვა პარტიიდან ვინმე, დავასრულოთ ეს ერთკაციანი პარტიები, ბლოკომანია და პოლიტიკოსობანა. მაინც ერთი სცენარით მოქმედებთ. იდეოლოგიაც არ გაქვთ. ორ პოლუსად ისეც ხართ და ასეც, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 
ჩვენც დავინახავთ აქეთ ოცნებას, იქეთ მეორე ახალ, გამსხვილებულ პარტიას და დალაგდება ორპარტიულად. ბიუჯეტსაც არ დასჭირდება ბევრი პარტიის დაფინანსება. თქვენც იაფი დაგიჯდებათ. მაინც განახლებები გაქვთ. ლიდერები მიდიან (თუმცა, ეკრანებზე მაინც ისინია. საოცარია, პირდაპირ).
ოღონდ არ მითხრათ ახლა, ოცნებას აწყობს თქვენი გამსხვილებაო", - წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ