დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

არ გამოვა ნიკა მელიასგან ახალი დროის გმირი - გიორგი ცუცქირიძე 17.02.2021 17:06

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმაურება:


"ვინმეს დაპატიმრება, თუ ის განსხვავებული აზრის გამო იდევნება ან სისტემა სინდისის პატიმრად აქცევს, რატომ უნდა გამიხარდეს, მაგრამ როდესაც კანონზე ზევით დგები და დისიდენტურს აწვები, ჯერ ცოტა სხვა რეალობაში, საბჭოთა კავშირში ან ტოტალიტარულ რეჟიმში უნდა ცხოვრობდე და ზოგადად დაკავებისაც არ უნდა შეგეშინდეს!


მაგრამ, რომელი დისიდენტი ან სინდისისათვის დევნილი ნიკანორ მელია იყო, საკუთარი დაკავება პერფომანსად არ ექცია!


რომელი მერაბ კოსტავა ან ზვიად გამსახურდია ეგ არის ამხელა მისიის აკიდებას, რომ ცდილობდა?


როდესაც ოპოსპექტრი და კიევიდან დაბრუნებული გულანთებული გიგი შენ დასაცავად სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობას აანონსებს, არც დისიდენტები და მით უმეტეს სინდისის პატიმრები, რომლებიც დაკავებულნი არიან საკუთარი რწმენის გამოხატვისათვის, არ იყენებენ, ან არ იცავენ ძალადობას!


ან ბატონი მელიასაგან რა გასაკვირია რომელიც იყო თუნდაც ნაცების დაისისას "ქართუ ბანკის" საქმის წამყვანი პოლიტიკური ეგზეკუტორი, აღსრულების ბიუროში, და ზურა ადეიშვილის ხელის ბიჭი?!


ამიტომაც არ გამოვა მელიასგან ახალი დროის გმირი და ვერც ოპოსინდისის სახედ იქცევა!


ისევე როგორც მისი და მთელი სანაცეთის კუმირი, და ბოიკოტის პოლიტიკის იდეური მამა, მიშა სააკაშვილი კიევში დაკავებისას ისტერიულად დარბოდა სახურავზე, და ჭირისდღესავით ეშინია აქ ჩამოსვლა, რა გასაკვირია ნიკანორ მელიაც ოდენ ტელეგმირად და კურდღელიად იქცეს!


ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ