დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

მიხეილ სადრაძე - უპრეცედენტო შემთხვევაა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული პერმანენტულად არღვევდა გირაოს პირობებს 17.02.2021 21:56

თუ საქმეში მტკიცებულება არ არის, რატომ არ გაასაჩივრა დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიება საპელაციო სასმართლოში და მხოლოდ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება რატომ გაასაჩივრა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც 20 ივნისის საქმეზე ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა.

 

"სამართლებრივ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას. დაცვის მხარე აფიქსირებს შემდეგს, რომ ამ საქმეზე მტკიცებულება არ არსებობს, რაც დანაშაულებრივ ქმედებას დაადასტურებს.

 

როცა ნიკანორ მელიას მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და გირაო შეეფარდა დამატებით ღონისძიებებთან ერთად, თუ მტკიცებულება არ არის, რატომ არ გაასაჩივრა დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიება საპელაციო სასმართლოში და მხოლოდ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება რატომ გაასაჩივრა. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თუ დაცვის მხარე თვლის, რომ ამ საქმეზე მტკიცებულება არ არსებობს, მოითხოვა თუ არა აღკვეთოს ღონისძიების გაუქმება ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ? - არა, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში, როცა ამბობენ მტკიცებულება არ არისო და გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის 3 ნოემბრის სასამართლოს განჩინებას არ ეთანხმება, მაგრამ ეს განცხადებად რჩება. რატომ არ გაასაჩივრეს თუნდაც, ფორმალურად?

 

უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული პერმანენტულად,- არამხოლოდ ერთჯერადად, განგრძობად რეჟიმში არღვევდა გირაოს პირობებს და ისინი აპროტესტებენ, ბრალდების მხარემ რატომ მოითხოვა გირაოს გაზრდა და რატომ არ მოითხოვა პატიმრობაო. სიმართლე გითხრათ, ასეთი უპრეცედენტო პოზიცია არ მსმენია. როცა ბრალდებულს შეგნებულად არ გადაუხდია გირაო, ყოველთვის მიგვიმართავს სასამართლოსთვის და ამის საფუძველი კანონი ყოფილა. ბრალდებული და დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაარღვიეს კანონი, არ გადაიხადეს გირაო",- განაცხადა სადრაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ