დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გახარიას წასვლის სიხარულზე მეტად, ის გავაცნობიეროთ, ძალაუფლების ვერტიკალი ვის ხელში რჩება - არჩილ გამზარდია 18.02.2021 10:55

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გადადგომას ეხმაურება:

 

"ოპოზიციას გირჩევთ, დაიწყეთ პროცესები ირაკლი კობახიძის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით, თორემ უკან დაგვრჩება ბევრი რამე ქვეყანას.


გახარიას წასვლის სიხარულზე მეტად, ის გავაცნობიეროთ, ძალაუფლების ვერტიკალი ვის ხელში რჩება და სინამდვილეში ვინ არის კობახიძე, რომელსაც სულ დავცინოდით, მან კი ყველა ძალაუფლებითი სუბიექტი მოიშორა და დღითიდღე იმყარებს ძალაუფლებას,"- წერს ის.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

 

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

 

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ