იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება:
"პრემიერის გადადგომა არის დასტური, განაჩენი, დიაგნოზი რაც ჭირს არა მხოლოდ მმართველ პარტიას ან სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს.
სადაც ადამიანის უფლებები ფიქციას ემსგავსება, სასამართლო კი მთავრობის თვითნებობისაგან ადამიანების დაცვის ნაცვლად მთავრობის, მმართველი პოლიტიკური ძალის ანტიკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების დამკანონებელია.
პრემიერმა დაადასტურა რომ დეპუტატის დაპატიმრების საკითხი პარტიაში იხილებოდა, მას სხვა პოზიცია ჰქონდა და პარტიაში გადაწყდა დაპატიმრების საკითხი, პარლამენტის და სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
პარლამენტმა და მოსამართლემ ფორმალური როლი შეასრულეს, მხოლოდ.
პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლაზე დიდი ხანია მიგვითითებენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები.
როგორც ნიკა არაბიძემ თქვა, ვართ ქვეყანა სახელმწიფოს გარეშე,"- წერს ლევან ალაფიშვილი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge