დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გახარიას გადადგომის ოთხი მიზეზი -ანა დოლიძე 18.02.2021 11:45

მოძრაობა „ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება:

 

"გახარიას გადადგომის ოთხი მიზეზი:


1. გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის რაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო;


2. გახარია თავიდანვე იყო ნომინალური, მაღალრეიტინგული კაპიტალი, რომლის გამოყენება არ ხდებოდა და, შესაბამისად, შეიძლება მან გადაწყვიტა დროზე დაეხსნა თავი პასუხისმგებლობისგან, რომელიც მისი არ იქნებოდა - იგულისხმება მელიას დაჭერა;


3. ეს მაგონებს 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას, ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობას;


4. ვნახავთ მომავალში, ხომ არ არის ეს "ქართული ოცნების" შიგნიდან წამოსული მცდელობა, ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი,"- წერს ის.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ