11:46 19.02.2021
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავებ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


"შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლებით განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი.


შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად," - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge