12:32 19.02.2021
სანამ ტეხასს დასცინებთ, ქუჩის საპირფარეშოებს მიხედეთ - ამირან სალუქვაძე

გუშინ სკაბეევას "სასტავი" ამერიკას დასცინოდა, ამერიკაში თოვლის გამო კოლაფსია, წყალი ჩამოტარებით, ტეხასს ქარის სადგურები გაეყინა, 30% უშუქოდააო და ა.შ., - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.


"დღეს მაგათი საინფორმაციო აცხადებს "დალნი ვოსტოკში" სოფლის ევაკუაცია მიდის, უშუქობის გამო იყინებიან, ოდნავ ახლოს, მაგრამ იმას იქეთ, რომელიღაც დასახლებულ პუნქტში იყინებიან ავარიის გამო, "კრიმსი მოსტი" გაეყინათ, შეფერხებებია და ა.შ.


სანამ ტეხასს დასცინებთ, ოქროს საბადოებზე სტალინისდროინდელ ბარაკებს და ქუჩის საპირფარეშოებს მიხედეთ.


ისე, ჩვენსას რომ დავუბრუნდეთ, ქარის ელსადგურები და ალტერნატიული წყაროები რამდენადაა მართლაც ალტერნატიული და საიმედო, კარგადაა დასაფიქრებელი. გერმანიაშიც იგივე პრობლემები ყოფილა.


ჰოდა, ვინც ჰესებს ვაპროტესტებთ და "ქარის წისქვილებს" ვითხოვთ, იქნებ კარგად შევისწავლოთ მსოფლიო გამოცდილება, ეს უნდა იყოს ელ-ენერგიის ძირითადი წყარო, თუნდამატებითი. ადამიანებს ისიც უნდა ავუხსნათ, რომ ენერგიის მოხმარება იზრდება და ვერ ვეწევით მოთხოვნებს", - წერს სალუქვაძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge