13:18 19.02.2021
როგორია მარსიდან დანახული დედამიწა - "პერსიმ" პირველი ფოტო გამოგზავნა

მარსიდან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა „პერსევერანსმა“, რომელსაც აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციაში (NASA) მოფერებით „პერსის“ ეძახიან.

 

მარსისკენ 2020 წლის ზაფხულში გაგზავნილი კოსმოსური აპარატი 18 თებერვალს, წარმატებით დაეშვა "წითელი პლანეტის" კრატერ ჯეზეროსთან.

 

პირველ, შედარებით უხარისხო ფოტოზე ჩანს მარსის ზედაპირზე „პერსის“ ჩრდილი. NASA-ში უფრო კარგი გამოსახულების ფოტოებსაც ელოდებიან, თუმცა, მეცნიერების უმთავრესი მოლოდინი უკავშირდება კოსმოსური აპარატით ჩასატარებელი კვლევის შედეგებს. „პერსიმ“ მარსზე ბიოლოგიური სიცოცხლის კვალი უნდა ეძებოს.

 

NASA-ს მარსზე „პერსევერანსის“ ისტორიული დაშვება მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

მარსზე დაშვება ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, რადგან ამ პლანეტას გაიშვიათებული ატმოსფერო აქვს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge