დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

კომპანია „რთველისის“ ღვინოებს მსოფლიო აღიარება მოჰყვა 19.02.2021 13:43

„რთველისი“ ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა.


კომპანია მეგობრების მიერ იქნა დაარსებული, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ კახეთში ვენახებს და მევენახეობა-მეღვინეობას ეწეოდნენ.


კომპანიართველისისისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარნის განახლება  კომპანიის მიერ მოხდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.  დღეს, სწორედ ამ მარანშირთველისისქვევრის ღვინის დამზადება ხდება.


კომპანიის შექმნის იდეა ერთ-ერთი რთველის დროს გაჩნდა და სახელის მოფიქრებაც ადგილზევე მოხდა. რთველი ხომ უახლოესი ადამიანების ერთად შეკრებას და მათ მიერ ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი პროდუქტის კრეფას გულისხმობს?!


სახელირთველისიზუსტად გამოხატავს ყურძნის  კრეფის 8000 წლიან ტრადიციას, სიხარულს და ვაზის მიმართ პატივიცემას.


კომპანია  უმაღლესი ხარისხის ღვინოს  და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ისეთ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს, როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა.


კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღეს განისაზღვრა - სახელის დამკვიდრება საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით.

 


რთველისისღვინოები უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც საქართველოს, ასევე  უცხოურ ბაზარზეც.


კომპანიის შესახებ და მის გამოწვევებზე ჯორჯიან თაიმსს "რთველისის" გენერალურ დირექტორი თორნიკე ჭიკაძე ესაუბრა.

 

- როდის და როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა და ვის ეკუთვნის ის?


- მე და ჩემი პარტნიორები 2015 წლიდან მევენახოება-მეღვინეობას  ვეწეოდით და 2018 წელს გადავწყვიტეთ, რომ მზად ვიყავით იმისათვის, რომ ეს საქმე კიდევ უფრო წინ წაგვეწია. რა თქმა უნდა, პირველი მთავარი მიზანი მაშინ და დღესაც  ხარისხზე ზრუნვა იყოაღვადგინეთ ძველი მარანი, რომელშიც დღეს ჩვენი ქვევრის ღვინის დაყენება ხდება. ვფირქობდით გვემუშავა თუ არა ადგილობრივ ბაზარზე და გადავწყვიტეთ, რომ ძალიან კარგი გამოწვევა იქნებოდა ჩვენთის აქ თავის დამკვიდრება, რადგან ქართველი მომხამრებელი სწორედ ყველაზე მომთხოვნია. ამით შევეცადეთ ჩვენი თავისთვის მაღალი თამასა დაგვეყენებინა.

 

- რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა თქვენი ღვინორა განსაკუთრებული ნიშა გაქვთ


- ხარისხი არის სწორედ ის ნიშა, რომელიც კომპანიას დაარსების იდეის გაჩენიდან აქვს და მუდმივად ექნება. ყოველთვის, ყველგან სწორედ ამ ნიშით  ვიქნებით წარმოდგენილები.


ამ საქმემ სრულიად მოგვიცვა და რაც მთავარია გვაგრძნობინა, რომ ერთადერთი, რაც ყოველთვის ამართლებს, არის ხარისხი.  ხარისხის გაყიდვა კი, ყველაზე მარტივია.

 

 

- რამდენი სახეობის და რა ტიპის ღვინოებს აწარმოებთ?


- ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ 11 სახეობის კლასიკური და ქვევრის ღვინით. თუმცა, მსოფლიო ბაზაზე 25 სახეობის პროდუქციით ვპოზიციონირებთ.  ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად მრავალფეროვან ღვინის ასორტიმენტს ვთავაზობთ. გვიახარია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ექსპორტზე სწორედ ჩვენს ქვევრის ღვინოს უკავია.

 

- გადის თუ არა თქვენი ღვინო ექსპორტზე და კონკრეტულად, რომელ ქვეყანაში?


- მიუხედავად პანდემიისაა და იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე შედარებით ახალი კომპანია ვართ, შევძელით და გავედით 10 ქვეყანაში, - უმეტესად ევროპაში.


ჩვენი პროდუქციის ძირითადი გასაღების ბაზარია: ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ბელორუსია, უკრაინა, კანადა, ჩინეთი, ჩეხეთი, ამერიკა. უახლოეს პერიოდში იგეგემება ექსპორტი - შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, შვეიცარია და რუსეთი.


სიმართლე  ვთქვათ, ჩვენთვისაც ძალიან გასაკვირია, რომ ეს ყველაფერი ამ პანდემიის ფონზე შევძელით.  ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ თავდაუზოგავად მუშაობდა კომპანიის ყველა თანამშრომელი. ვფიქრობ, სწორედ გუნდური მუშაობა და ხარისხის კონტროლია, რომელზეც ყველაზე მეტად ვზრუნავთ. ეს  არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ამ წარმატებისჩვენ ვისახავთ შეუსრულებელ მისიებს და მერე ვტკბებით მათი შესრულებით. 2021 წლისთის ბევრად ამბიციური გეგმები დავისახეთ და ვცდილობთ არ შეუშინდეთ და ბოლომდე მივყვეთ.


ექსპორტზე ქვევრის ღვინო ძალიან მნიშვნელოვან როლს იკავებს. ლიმიტირებულ, თუმცა, თითქმის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს ქვევრის ღვინო. განსაკუთრებულად დიდი დაინტერესება მოდის ევროპის ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ძალიან ვამაყობთ ქვევრის ღვინით და სულ ხაზგასმით ვცდილობთ, რომ ეს პროდუქტი გავაცნოთ ყველა ჩვენს პარტნიორ კომპანიას.

 

რა წარმატებებს მიაღწია კომპანიამ დღემდე?


- საქართველოს ბაზარზე წარმატების მიღწევა არაა მარტივი, რადგან, სწორედ ეს ბაზარია ყველაზე კრიტიკული.  თუმცაჩვენ კმაყოფილები ვართ იმ წარმატებით, რაც უკვე გვაქვს. საქართველოს ბაზარზე უკვე გვყავს მუდმივი მომხმარებლები, რომლებიც, დღითი დღე იზრდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი გუნდი არც ექსპორტზე მიღწეული წარმატებებით არის უკმაყოფილო და კიდევ უფრო ნაყოფიერ წელს ველოდებით.

 

 

როგორ აისახა პანდემიის პერიოდი  თქვენს კომპანიაზე და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?


- დავიწყებ საქართველოს ბაზრით, აბსოლუტური გაუგებრობა იყო, როგორც ჰორეკას მიმართულებით, ისე მარკეტების. ფაქტობრივად, 80%-ით დაეცა გაყიდვები. უტურისტობა, როგორც ჩვენ საქმიანობას, ისე ნებისმიერს, შეეხო და ფაქტობრივად გააკოტრა უამრავი ბიზნესიეს ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს,  რა თქმა უნდა,  ჩვენი პარტნიორი იმპორტიორები  გაუგებრობაში იყვნენ და ფიქრობდნენ, გადაედგათ თუ არა დამატებითი ნაბიჯებირომ არა პანდემია, ექსპორტის მიმართულებით ბევრად კარგ შედეგს დავდებდით.


გვესაუბრეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებზე.


- რა თქმა უნდა, შემდეგი წლის გეგმა თავიდან ბოლომდე გაწერილია.  2021 -ში ვგეგმავთ საქართველოში სრულად გავიშალოთ და ასევე, დავამატოთ ახალი ობიექტები, სადაც ჩვენი ღვინო გაიყიდებაჩვენი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტული გავხადოთ ბრენდის შეძენაასორტიმეტის გადიდების მხრივ, გვსურს მაქსიმალურად ბევრი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებადამატებითი იმპორტიორების მოძიების მხრივაც ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს.

 

 

 

(R)

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ