დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სამ თვეში ირანი მსოფლიოში ვაქცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდება 19.02.2021 16:54

ირანი - საინფორმაციო ბიულეტენი

 

სამ თვეში ირანი მსოფლიოში ვაქცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდება

საიდ ნამაქი ჯანდაცვის მინისტრი :პასტერის ცენტრში ჩვენ ვქმნით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ კორონავაქცინას; იმედია, პასტერის ცენტრის ვაქცინა მაისამდე გამოვა ბაზარზე; ხალხის დასამშვიდებლად გადავწყვიტე, პირველი ვაქცინა ჩემს შვილს გაეკეთებინა; მალე დამატებით 300 ათას რუსულ ვაქცინას და ასევე ჩინურ ვაქცინას შემოვიტანთ;

3 თვეში ჩვენ ვიქნებით მსოფლიოში ვაქცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა და განვახორციელებთ მის ექსპორტს, მიუხედავად იმისა, ვიქნები თუ არა მინისტრი;

http://www.isna.ir/news/99112720075


ირანი წარმატებით აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას

დოქტორი ირაჯ ჰარირიჩი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე : საბედნიეროდ, მოსახლეობის მიერ წესების დაცვისა და ორი მთავარი გეგმის, კერძოდ, მობილობის კონტროლისა და ე.წ "შაჰიდ სოლეიმანის" პრევენციული გეგმის განხორციელების შედეგად, ამჟამად სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნოემბრის პერიოდთან შედარებით, 80-90%-ით არის შემცირებული;

კორონასთან ბრძოლის უმარტივესი და ყველაზე მოხერხებული გზა, მოსახლეობის 95% - ის მიერ სახლიდან გასვლისას დამცავი ნიღაბის გამოყენებაა. ნიღაბის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს დაინფიცირების შემთხვევებს; კორონავირუსის შედეგად დაღუპულ სამედიცინო მუშაკთა რაოდენობა სამნიშნა რიცხვია და აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური კომიტეტია შექმნილი;

https://www.isna.ir/news/99112417825

 

სამხრეთ ფარსის მე-2 უბანზე პირველი გემი ცივი თხევადი გაზით დაიტვირთა

 

სამხრეთ ფარსის მე-2 უბნის თხევადი გაზის დასატვირთი ნავმისადგომის (ტომბაკის საექსპორტო ნავმისადგომი) ამოქმედებისთანავე დაიწყო ცივი თხევადი გაზის ექსპორტი და მისი გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე . აღნიშნული ნავმისადგომის ამოქმედება ხელს შეუწყობს თხევადი გაზის ექსპორტის მოცულობის ზრდას, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაციას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნასა და ოპერაციული მოქნილობის ამაღლებას

http://shana.ir/news/313453

 

"Global Hawk"-ის გამანადგურებელის მონაწილეობა ირანის ეროვნული დღის საზეიმო აღლუმში 


მიმდინარე წლის 10 თებერვალს ირანის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმზე წარმოდგენილი იქნა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Sevom Khordad. აღნიშნული სისტემის მიერ 2019 წლის 20 ივნისს ჰორმუზის სრუტეში ჩამოგდებული იქნა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი Global Hawk.

 

 

https://tn.ai/2450378

 

რაზავის საავადმყოფოში ექსპლოატაციაში შევიდა თანამედროვე CT ანგიოგრაფიული აპარატი

სამშაბათს მეშჰედის რაზავის საავადმყოფოში ექსპლოატაციაში შევიდა პირველი თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიის ანგიოლოგიური აპარატი. აღნიშნული საავადმყოფოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მისი ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

www.irna.ir/news/84223362/

 

 

თეირანის ერთ-ერთ პარკში დაიწყო კომპანია Irancell-ის 5G ინტერნეტის გამოყენება

ირანის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამად ჯავად აზარი ჯაჰრომიმ ტვიტერის ქსელში გაავრცელა ინფორმაცია კომპანია Irancell-ის 5G ინტერნეტის ამოქმედების შესახებ თეირანის "წყლისა და ცეცხლის" პარკში. მინისტრის განცხადებით, შესაბამისი გამოცდების შემდეგ, მეხუთე თაობის მობილური ტელეფონი ირანის სხვადასხვა ქალაქებში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

https://www.yjc.ir/00WAW0

 

იმამ რეზას მავზოლეუმის კომპლექსის ბიბლიოთეკას ლითოგრაფიული წესით ნაბეჭდი

პირველი ირანული წიგნი გადაეცა თავრიზის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა იმამ რეზას მავზოლეუმის კომპლექსის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ლითოგრაფიული წესით ნაბეჭდი პირველი ირანული წიგნი, რომელიც 193 წლის წინ გამოცემული ყურანია.

ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადებით, ირანში ტყვიის ასოებით დაბეჭდილი პირველი წიგნები გამოიცა 1817 წელს, ხოლო ლითოგრაფიული წესით პირველი წიგნი გამოიცა 1828 წელს თავრიზში; სწორედ აღნიშნული წიგნი გადაეცა საჩუქრად იმამ რეზას მავზოლეუმის კომპლექსის ცენტრალურ ბიბლიოთეკას.

www.irna.ir/news/84227012/

 

 

10 მარტიდან ირანსა და სირიას შორის საზღვაო მიმოსვლა იწყება

ირან-სირიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 10 მარტიდან დაიწყება საზღვაო მიმოსვლა ბანდარ აბასისა და ლატაკიის პორტებს შორის.

https://b2n.ir/y70720

 

გაზაფხულისთვის ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალი კასპიის ზღვამდე მიაღწევს

ირანის ვიცე-პრეზიდენტის და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზაციის დირექტორის მოჰამად ბაღერ ნობახთის განცხადებით, მიმდინარეობს რაშთი-კასპიის პორტის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოები და გაზაფხულამდე ქვეყნის რკინიგზა კასპიის ზღვამდე მიაღწევს. მან სამუშაო ოპერაციების დათვალიერების დროს, აღნიშნულ პროექტს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული პროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სარკინიგზო ხაზის მე-6 და მე-7 მონაკვეთების დასრულება, სადაც უკვე დაგებულია ლიანდაგი. მისივე თქმით, მე-7 მონაკვეთს ექნება 260 მეტრიანი ხიდი, რომელიც გაივლის რაშთის მთავარ გზატკეცილს და პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხიდის მშენებლობა დაჩქარებულად მიმდინარეობს.

www.irna.ir/news/84225951/

 

ბასირის ჭკვიანი ჭურვით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტანკის განადგურებაა შესაძლებელი

ბასირის ჭურვი არის ჭკვიანი ჭურვი, რომელიც იმართება ნახევრად აქტიური ლაზერით. ის მოქმედებს დაახლოებით 20 კმ მანძილზე და მისი გასროლა შესაძლებელია 155 მმ კალიბრის საარტილერიო დანადგარითა და ქვემეხით. ირანის არმია და გუშაგთა კორპუსი ფლობენ შესაბამის სამხედრო ტექნიკას მათ შორის M109 და IH ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, რომლითაც შესაძლებელია ბასირის ჭურვების გასროლა. აღნიშნული ჭურვი გარდა იმისა, რომ გამოიყენება სახმელეთო სამიზნეების მათ შორის სიმაგრეების, ტანკების ჯავშანტექნიკის სამხედრო მანქანების, ხიდების, გზების დასაწვავის რეზერვუარების გასანადგურებლად, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ზღვაში მტრის ხომალდების წინააღმდეგ. მტრის დანაყოფების სწრაფი განადგურება და ერთი ჭურვით რამდენიმე ობიექტის განადგურება ბასირის ჭურვების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა. აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციისა და 33-დღიანი ომის შემდეგ, როდესაც ამერიკელთა რამდენიმე ჯავშანსატანკო ბრიგადა ირანის სასაზღვრო რაიონის ფაქეს სიახლოვეს განლაგდა, ირანმა ღიად დაიწყო იქ თავისი არტილერიისა და საბრძოლო ტექნიკის განლაგება. ირანის ამგვარი მოქმედება მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გზავნილი იყო ამერიკული მხარისთვის, რომ ამერიკის ნებისმიერი მცდელობა ირანის წინააღმდეგ, მყისიერად აღიკვეთებოდა და 10 მილიონი დოლარის ღირებულების ყოველი აბრამსის ტანკი 60 ათასი დოლარის ღირებულების ბასირის ჭურვით განადგურდებოდა.

https://b2n.ir/e24813

 

 

ირანის ინდუსტრიის განვითარება ისლამური რევოლუციიდან 4 ათწლეულის განმავლობაში

1977 წელს ირანის ექსპორტმა 21 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მხოლოდ 150 მილიონი დოლარი იყო დაკავშირებული ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტთან. თუმცა 2018 წელს სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი 15-დან 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ირანმა გასულ წელს 7 თვის განმავლობაში 30 მილიონი ტონა ნედლი ფოლადი აწარმოა. ფოლადის წარმოების მხრივ ირანი მსოფლიოს ათეულშია. ისლამურ რევოლუციამდე ირანში 19 კაშხალი იყო, რომელთა რიცხვი ამჟამად 185-ს შეადგენს, ხოლო 16 კაშხალი მშენებლობის პროცესშია. კაშხლების მშენებლობის მხრივ, ირანი მსოფლოს ხუთეულშია.

https://t.me/farsna

 

ზარიფი: შეერთებულმა შტატებმა აღარ უნდა გაიმეოროს ტრამპის ქმედებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, "სი-ენ-ენ"-ის გადაცემაში “Fareed Zakaria GPS” ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაბრუნდება ამ შეთანხმებაში და შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. იგი შეეხო ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებებს, ირანთან მოლაპარაკების შესახებ ახალი შეთანხმების გასაფორმებლად, სადაც სარაკეტო თემაც იქნება ასახული და განაცხადა: ბირთვულ საკითხზე შეთანხმება მოლაპარაკების გზით იქნა მიღწეული და შეუძლებელია ამ საკითხზე ხელახალი მოლაპარაკების დაწყება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკამ შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკების დასაწყებად მისი ყველა ასპექტი უნდა გაიხილოს. ”შეერთებული შტატები არ უნდა ცდილობდეს მოლაპარაკების დაწყებას ირანის თავდაცვით შესაძლებლობებზე, არამედ მან ყურადღება უნდა მიაქციოს დასავლეთ აზიის რეგიონში არსებულ ყველა იარაღს, განსაკუთრებით კი იემენში ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ გამოყენებულ იარაღს" აღნიშნა ზარიფმა

 

https://www.javann.ir/004M1o

 

ჰერათის გუბერნატორმა ისლამყალაში მომხდარი ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის, ირანს მადლობა გადაუხადა

 

ავღანეთის ჰერათის მხარის გამგებელი ქალაქ ისლამყალას სასაზღვრო ზოლთან ხანძრის აღსაკვეთად მყოფ ირანელ მეხანძრეებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ გამოჩენილი ძალისხმევისათვის. აღსანიშნავია, რომ ირანსა და ავღანეთს შორის საზღვარზე ისლამყალას საბაჟო პუნქტში ხანძარი ნავთობით და გაზით დატვირთული ტანკერების აფეთქებამ გამოიწვია, რის გამოც ავღანეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისათვის ირანს მიმართა. ირანმა თავდაპირველად სასაზღვრო ქალაქებიდან გაგზავნა იქ მაშველები, ხოლო შემდეგ დაზარალებულთა დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი თეირანიდანაც გაიგზავნა.

 

https://www.isna.ir/news/99112619125/

 

 

რუჰანი: ირანი კვლავ მხარს უჭერს ჰორმოზის სამშვიდობო ინიციატივას


ირანის პრეზიდენტმა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა:
- მიგვაჩნია, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, თანადგომისა და დიალოგის გზით;
- როდესაც შეერთებული შტატები მოხსნის უკანონო სანქციებს და დაუბრუნდება კანონს, ირანი დაუყოვნებლივ დაიწყებს ბირთვული შეთანხმების წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებას;
- ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ჰორმოზის სამშვიდობო ინიციატივისადმი და მიგვაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი;


https://www.isna.ir/news/99112720364


ირანელი ექიმის ღირსეული სამსახური ბულგარეთში


ირანელი ექიმის სახელმა აჟიოტაჟი გამოიწვია ბულგარეთის მედიაში. აბდოლა ზარგარი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის ერთ-ერთი პატარა ქალაქის საავადმყოფოს დირექტორია. იგი რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან ბულგარეთში მიღებული ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც უცხოელებს არ აძლევს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის უფლებას, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა და მისი საავადმყოფოში დაბრუნება მოითხოვა. ამის შემდეგ ბულგარეთის მთავრობამ ირანელ ექიმს 16 წლის შემდეგ მოქალაქეობა მიანიჭა.
https://www.bbc.com/persian/world-56065367

 


მიმდინარეობს ირანის სახმელეთო ძალების 300 კმ სიშორის ჭკვიანი რაკეტის ოპერატიული გამოცდ


ბრიგადის გენერალ ქიუმარს ჰეიდარის განცხადებით:
- მიმდინარეობს ირანის სახმელეთო ძალების 300 კმ სიშორის ჭკვიანი რაკეტის ოპერატიული გამოცდა;
- ირანის სახმელეთო ძალები თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებით, დღევანდელი ოპერატიული საჭიროებების შესაბამისად, ცდილობენ სხვადასხვა დანაყოფების მომზადებას ახალი საფრთხეების მოსაგერიებლად.
http://www.isna.ir/news/99112619366

ირანის ღირშესანიშნაობები: ბეჰისთუნის წარწერა


ბეჰისთუნის წარწერა მსოფლიოში ქვაზე ამოკვეთილი ყველაზე დიდი წარწერა და პირველი ცნობილი ირანული ტექსტია, რომელიც აქემენიანთა დინასტიის პერიოდს მიეკუთვნება. ის მდებარეობს ჰარსინის რეგიონის ქალაქ ბეჰისთუნში, ქერმანშაჰიდან 30 კილომეტრის  დაშორებით ბეჰისთუნის მთის კალთებზე. წარწერა მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი დოკუმენტი და აქემენიდთა პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ტექსტია. 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ