20:09 19.02.2021
პარლამენტთან „ლელოს“ წევრების აქციაზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

„ლელოს“ ინფორმაციით, დაკავებულია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე. გარდა ამისა, დაკავებულები არიან „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე. დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტროტუარზე საღებავებით წარწერის გაკეთება სცადა.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge