დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ირინა ბათიაშვილი - იცოდეთ სიმართლე, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი არ გახდეთ! 20.02.2021 00:49

სამართალმცოდნე ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში ერთ აქტუალურ საკითხზე განმარტებას აკეთებს:

 
იცოდეთ სიმართლე, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლები არ გახდეთ! ნაციონალების მეხოტბე იურისტები Boicenco v Moldova ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ცდილობენ ნიკანორ მელიას მიმართ ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააკრიტიკონ.
სტრაზბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და მასში წარმოდგენილი შეფასებები საერთოდ არ შეესაბამება მელიას საქმის ფაქტობრივ და არც შინაარსობრივ გარემოებებს.
იცოდეთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თანახმად, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია:
“2. კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;”
მარტივი ლოგიკა: მელიამ დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს შესახებ, ხოლო კონვენციის ამ მუხლის თანხმად ამ შემთხვევაში შეიძლება პირის დაკავება და აქ შეფასებითი კატეგორიები თუ რამდენად საჭირო, შესაბამისი და აუცილებელი იყო დაკავება - არ მოქმედებს!
Boicenco v Moldova საქმეში საუბარი იყო წინასწარი პატიმრობის პერიოდში არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, რა ნაწილშიც მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ.
ამონარიდი გადაწყვეტილებიდან:
“111. On the basis of all the material placed before it, the Court concludes that the Government have not satisfied the burden on them to persuade it that the applicant’s injuries were caused other than by ill- treatment while in police custody. Accordingly, there has been a violation of Article 3 of the Convention in that he was subjected to inhuman and degrading treatment.”
ახლა რაც შეეხება თავისუფლებას და პირადი უსაფრთხოების უფლებას ანუ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს, აქ სასამართლომ დაადგინა მეხუთე მუხლის დარღვევა, რადგან ინგლისის კანონმდებლობა ამ კატეგორიის დანაშაულზე რატომღაც არ ითვალისწინებდა ბრალდებულის მიერ გირაოს უფლების გამოყენებას.
კიდევ ერთ-ერთი ამონარიდი ამ საქმიდან :
“it found a violation of Article 5 § 3 because the English law did not allow the right of bail to a particular category of accused. The Court found in that case that the possibility of any consideration of pre-trial release on bail had been excluded in advance by the legislature”
სასამართლო როცა საუბრობს მიმდინარე სასამართლო პროცესის პერიოდში ბრალდებულის გირაოს საშუალებით გათავისუფლებაზე სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს “შესაბამისი და საკმარისი” მიზეზები თავისუფლების აღკვეთის გასამართებლად (139 პუნქტი)
აქ მომჩივანი მელიასავით საჯაროდ არ აფიქსირებდა გირაოზე უარს და არ აფიქსირებდა მელიასავით, რომ მიზანმიმართულად არღვევდა კანონს.
პირიქით ითხოვდა გირაოს შეფარდებას:))
ასევე ევროპული სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა შეისწავლონ ყველა ფაქტი, რომელიც ამტკიცებს საზოგადოებრივი ინტერესის მოთხოვნას.
საზოგადოებრივი ინტერესი კი ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაშია დაიცვან მოქალაქეებმა და მოსახლეობამ კანონი.
ახლა მითხარით ის სამართალმცოდნეები, რომლებიც ამ საქმით ამტყუვნებთ ჩვენი ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გრცხვენიათ?!
P.S. თუ ვინმე გადაწყვეტთ რომ შემედავოთ, გთხოვთ გამოიჩინეთ პროფსიონალიზმი და კონკრეტული ფაქტებით, შესაბამის საქმეზე სტრაზბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებით (უნდა ეხებოდეს კონვენციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტს) შემედავეთ:))

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ