16:10 20.02.2021
დავით ზალკალიანი - არის შესაძლებლობა საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიიღოს ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა

უახლოეს დღეებში გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი, რომ არის შესაძლებლობა საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიიღოს მნიშვნელოვანი რაოდენობა ვაქცინის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული იყო ვაქცინის მიღების პროცესში.

 

„რაც შეხება კოვიდს, ჩვენ გვქონდა პრემიერისგან დავალება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატიური მისიები მობილიზებული ყოფილიყო, რათა საქართველოს დროზე მიეღო ვაქცინა. უმძიმესი ვითარებაა შექმნილი ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით, მწარმოებელსაც პრობლემები შეექმნა, ევროკავშირს გაუჭირდა დროზე მიღება იმ რაოდენობის ვაქცინის, მაგრამ ჩვენ ვიყავით კოვაქსის პლატფორმაში გადარიცხვები დროულად გაკეთდა, მაგრამ სურვილი იყო, რომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიეღო საქართველოს ეს ვაქცინა. მქონდა ორმხრივ რეჟიმში კომუნიკაცია ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან, ლიეტუველებთან, ასევე შვედებთან, გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი, რომ არის შესაძლებლობა საქართველომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა მიიღოს მნიშვნელოვანი რაოდენობა ვაქცინის. როგორც კი ეს უკვე დადასტურდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და პანდემიასთან ბროლის კუთხით. მადლობა ყველა პარტნიორს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ძალიან მალე შეიძლება ეს დღეების და კვირის ამბავია, რომ ჩვენ გვქონდეს პირველი პარტია ვაქცინების“, – განაცხადა ზალკალიანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge