დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გელა ზაალიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევს სძლია და თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა 20.02.2021 21:54

ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ფინალში ზაალიშვილმა (+100) რუს ტამერლან ბაშაევს სძლია. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-60) გახდა. ბრინჯაოს მედლებს ეთერ ლიპარტელიანი (-57), ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ილია სულამანიძე (-100) და გურამ თუშიშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც გრანდ სლემზე მედალს დაეუფლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ