18:27 21.02.2021
როგორი გრძნობაა, როცა სიკვდილს ელოდები და გადარჩები...
ანალიტიკოსი სიმონ კილაძე "ბი-ბი-სი"-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს:

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, 20 თებერვალს დენვერი-ჰონოლულუს (აშშ) ავიარეისი კინაღამ კატასტროფით დასრულდა: "ბოინგ-777"-ის სამგზავრო თვითმფრინავის (231 მგზავრი, ეკიპაჟის 10 წევრით) აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მარჯვენა ტურბორეაქტიულ ძრავას გარსაცმი მოძვრა და ცეცხლი გაუჩნდა.
და მაინც, მფრინავებმა იმარჯვეს და საჰაერო ხომალდი დენვერის აეროპორტშივე მშვიდობიანად დასვეს. დაშვების შემდეგ მგზავრებიდან ზოგიერთს ზედმეტი სასიხარულო ემოციებისაგან კინაღამ გული წაუვიდა. ძრავის გარსაცმის ფრაგმენტები კი ერთ-ერთი მცხოვრების სახლის წინ დაეცა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge