დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"მტკიცე ხელის" პოლიტიკა უალტერნატივოდ მიმაჩნია - დავით ზარდიაშვილი 22.02.2021 17:03

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:

 


"ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ფრაქციის სხდომაზე მკაფიოდ მიუთითებს, რომ "იმპოზანტური" გახარიას "ეფექტური კურსი" იცვლება ერთი შეხედვით თითქოსდა ნაკლებ ეფექტური, მაგრამ უფრო ეფექტიანი "მტკიცე ხელის" პოლიტიკით.

დიახ. გახარია უდავოდ იყო უფრო ეფექტური, რადგან ბევრს ხიბლავდა მისი ეს "იმპოზანტურობა". მაგრამ ნაცებს ეგ ხელს არ უშლიდათ და პირიქით, იქნებ კიდეც ეხმარებოდათ, თავიანთი ექსტრემიზმის მეტად გაცხოველებაში.

ახალ მთავრობას, რომელიც პრაქტიკულად იგივე შემადგენლობისაა, ეფექტურობის სანაცვლად მეტი ეფექტიანობა სჭირდება, რაც უწინარეს ყოვლისა - ექსტრემიზმის წინაშე მეტ სიმტკიცეს და წესრიგის აღსადგენად უყოყმანოდ უფრო გაბედულ მოქმედებას მოითხოვს.



ამ ვითრებაში, პირადად მე, "მტკიცე ხელის" პოლიტიკა უალტერნატივოდ მიმაჩნია და ორი ხელით ვუჭერ მხარს!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ