21:14 22.02.2021
ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ საქართველოში, რამდენი დაჯდება 14 თვე ციხეში 48 მილიონად! - დავით ზილფიმიანი

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლაში იხსენებს ყოფლი ხელისუფლების პერიოდს, მათ შორის გიგი უგულავას მერობას:

 

„აგერ წარმატებული მერი, რომელიც კურდღელივით გაიქვა დარბევის დროს, მთელს ქალაქში არბევენ მეთქი, ვეუბნები, ტელევიზიას და დაიმალა, გაიქცა. 48 მილიონი მოიპარა და ბატონო კახიშვილის გარემონტებულ ციხეში 14 თვე აკმარეს და მორჩა? ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ საქართველოში, რამდენი დაჯდება 14 თვე ციხეში 48 მილიონად! და ხელში სანთელი უნდა ეჭიროს და “ოცნების” ოფისს დღეში სამჯერ წრეს არტყამდეს ეკლესიასავით. არა, იქნება მეშლება და გამცეს აბა, პასუხი!” – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge