21:48 22.02.2021
მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი შემადგენლობისა და 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოსმენა და განხილვა დაასრულა. დეპუტატებმა განახლებულ სამთავრობო კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს.

სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 89 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge