ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი - ირაკლი კობახიძე 22.02.2021 22:01

ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი - ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი, ეს არის პრინციპულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პატრიოტიზმი. მას უყვარს თავისი სამშობლო და თავისი ხალხი. ეს ყველაფერი ქმნის მყარ რწმენას, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ ისაუბრა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მიმართულებით იქნა გატარებული. „ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალზე წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს უშიშრად დადგა ქვეყნის სამსახურში.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ჩაიბარა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი უმძიმესი, პოლიტიზებული სისტემა, რომლის მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბევრს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ამ სიტემის თვისებრივი გაჯანსაღება რამდენიმე თვეში იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ეს შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ფუნდამენტურად გარდაქმნა სისტემა, პოლიციაში განამტკიცა ჰუმანიზმის პრინციპები და პოლიცია ჩააყენა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ პერიოდში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რისი ერთგვარი კულმინაციაც იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.
დღემდე ირაკლი ღარიბაშვილი მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ქართული ჯარის გასაძლიერებლად და ნატოსთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად. წარმატებას ვუსურვებ მომავალ პრემიერ-მინისტრს და მის სამთავრობო გუნდს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/