დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

დაზუსტებული ინფორმაციით, აპირებენ თქვენს ოფისში იარაღის არსენალის „აღმოჩენას“ - ნიკა გვარამია 22.02.2021 22:46

„მთავარის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია საკუთარი პარტიის წევრებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ნაცმოძრაობის ოფისში იგეგმება პროვოკაცია:

 

„დაზუსტებული ინფორმაციით, აპირებენ თქვენს ოფისში იარაღის არსენალის „აღმოჩენას“. მიიღეთ ადეკვატური ზომები ამ საფრთხის გასანეიტრალებლად (მოიწვიეთ კამერები, დაათვალიერებინეთ და გადააღებინეთ ოფისი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზციები, დიპლომატები და ასე შემდეგ,“ წერს ნიკა გვარამია. 

მანამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა: “დანამდვილებით ვიცით, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხვლიღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მატი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა.
სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს მათი გამოვლენის და ნეიტრალიზაციის მიზნით” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. „ძალიან მარტივია პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და კატეგორიულად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. ჩვენთან, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან, არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის, ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ გვსურს განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი “,- აცხადებს დეკანოიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge