დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა 22.02.2021 23:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუველ კოლეგას გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა, რის შესახებაც იგი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

"მქონდა კონსტრუქციული საუბარი ჩემს კოლეგასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. საქართველო განაგრძობს იმ პრინციპების ერთგულებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიზნების ასრულებისკენ თანმიმდევრულ სვლას," - ნათქვამია ზალკალიანის განცხადებაში.
აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე წერს ლიეტუვას პირველი დიპლომატიც. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რომლსაც ამყარებს ურყევი დემოკრატიული არჩევანი და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ეს მიზნები რეალობად იქცეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge