დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა 22.02.2021 23:16

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.

 

„ვულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს უკრაინის და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – წერს დენის შმიგალი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge