00:36 23.02.2021
სააკაშვილს ჰკითხეს, მელია რომ დაიჭირონ, ჩამოხვალო და მას მერე სულ შეუპოვარ ვაქცინაციაზე ილაპარაკა – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას და წერს:

 

„სააკაშვილს ჰკითხეს, მელია რომ დაიჭირონ, ჩამოხვალო და მას მერე სულ შეუპოვარ ვაქცინაციაზე ილაპარაკა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, ყველაზე რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „თუ მოხდა ის, რასაც ისინი აპირებენ, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. მივიღებ ყველაზე უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვინდა საქართველოში იყოს მშვიდობა, დემოკრატია, ერთად დავძლიოთ კოვიდი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge