თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები, შე მართლა მონა ღარიბაშვილო - ნიკა მელია

 "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა:

 

 

„ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, რომელიც ძალმომრეობაზე დგას. დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვა მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი, ნიღბებით, ალბათ, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია და ასე, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება მოყვარული ქართველი ხალხი, მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. შე მართლა მონა ღარიბაშვილო, სერგეი გავროლოვის წარმოამდგენელო! “,-განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები