დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ვაი, ამათ პატრონს და ვაი, ამ ქვეყანას ამდენი შიზოფრენიკის ხელში - სოსო მანჯავიძე 23.02.2021 10:58

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

 


"ალამუთის ციხე დაეცა ასასინები ტელევიზიებში გამაგრდნენ.ჰასან იბნ გვარამი ციხის კედლებში გაუჩინარდა. გრაალის თასი გაიტაცეს. ნატო ჩხეიძემ თმა გაიშალა, თვალნი ზეცად აღაპყრო. მისმა გოდებამ ზეცა შეძრა და იქიდან ეშვებიან ნათელმოსილი მიხეილ- არტური ესკალიბურით, რიში და შაჰინი წყვილ- წყვილად, კუბილიუსი და, რაც მთავარია, ჟიგამონტას პავილიონისი.

 


არადა, ისე იმუქრებოდნენ , რომ ამ ტვინით უმცირესობის წარმომადგენლებს ნაცების ოფისი მოსადა ეგონათ.

 


ვაი, ამათ პატრონს და ვაი ამ ქვეყანას ამდენი შიზოფრენიკის ხელში,"- წერს ის. 

 


 


შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ