დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას - ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას 23.02.2021 15:40

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

 

"ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და გათავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია, ნიკა მელია მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას," - წერს ის.

 

 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ