დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

უკან გვრჩება ხალხის უმთავრესი გამოწვევები - ანა დოლიძე 23.02.2021 16:30

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. ხელისუფლება კი, რომელიც შეპყრობილია მარადიული მმართველობის სურვილით ყველაფერს აკეთებს, რომ ორპოლუსიანობის სცენარს გადააყოლოს მთელი ქვეყანა.


დიდი ხანია ვამბობ, რომ პოლარიზებული დღის წესრიგი კლავს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას და უკან გვრჩება ხალხის უმთავრესი გამოწვევები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დღეს აქციებს ვაწყობდეთ ვაქცინაციის მოთხოვნით, იმის მაგივრად, რომ ვაპროტესტებდეთ უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს და ჩამონგრეულ ეკონომიკას, ისევ სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის გავდივართ ქუჩაში.


ხელისუფლება პოლარიზების სანახაობას ვერ გადააყოლებს ქვეყანას. დღეს საქართველო ევროატლანტიკური არჩევანის წინაშეა და ამ გზას ვერაფერი შეცვლის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ