20:18 23.02.2021
ნაცების ლიდერშიპში განიხილება ვერსია, პარტიის დროებით თავმჯდომარედ ნიკოლოზ გვარამიას დაინიშნიშვნის შესახებ - შაკო კუჭაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი აცხადებს, რომ მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა ახალი, დროებითი თავმჯდომარის საკითხს განიხილავს. მისივე თქმით, ეს წინადადება პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, მიშა სააკაშვილის შეთავაზებაა: „ბელადის კარნახით, ნაცების ლიდერშიპში განიხილება ვერსია, პარტიის დროებით თავჯმდომარედ ნიკოლოზ გვარამიას დაინიშნიშვნის შესახებ“, წერს შაკო კუჭაშვილი და იქვე განმარტავს: „შენიშვნა: არ ვხუმრობ. მართლა განიხილება“. მისი განმარტებით, უკრაინის მოქალაქე და ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავმჯდომარის პოსტზე ისეთ კანდიდატურას არჩევს, ვისაც სამართალთან პრობლემა აქვს, რაც ხელისუფლებას ბევრ პრობლემას და თავსატეხს უჩენს. 



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge