23:18 23.02.2021
რა გამოდის, ჩვენ პარლამენტზე თავდასხმა არის პოლიტიკური დევნა და კაპიტოლიუმში შეჭრა შიდა ტერორიზმი? - გია აბაშიძე
გია აბაშიძის პოსტი:

დღევანდელი საპოლიციო ოპერაცია შესრულდა იუველირულად და პროფესიონალურად. ამასთან, მადლობა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მყოფ იმ კანონმორჩილ მოქალაქეებს, რომლებიც დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ გაეწიათ წინააღმდეგობა. იქ იყო მცირერიცხოვანი აგრესიული ბრბოც, რომელთაც გაეცათ კანონიერი პასუხი წიწაკის სპრეითა და იძულების სხვა საშუალებებით. მიკვირს, რომ უცხოელი ზოგიერთი პარტნიორისგან წამოვიდა გზავნილები, რომ თურმე დღევანდელი დამნაშავის დაკავება არის დემოკრატიის უკუსვლა. რა გამოდის, ჩვენ პარლამენტზე თავდასხმა არის ე.წ. პოლიტიკური დევნა და კაპიტოლიუმში შეჭრა შიდა ტერორიზმი? რა ნიშნითაა განსხვავება? ვფიქრობ, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს აღნიშნა, "ქართული ოცნებიდან" კიდევ უფრო მეტს იმუშავებენ უცხოელ პარტნიორებთან, რათა მათ დეტალურად აეხსნათ ნიკანორ მელიას კრიმინალური წარსულის არაერთი ეპიზოდი. ამ მხრივ, კარგი შესაძლებლობაა ისიც, რომ მარტში საქართველოში ჩამომსვლელ ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, შარლ მიშელს 'სლაიდურად' მიეწოდოს ნიკანორ მელიას "საქმენი საგმირონი". ქუჩის მცირერიცხოვანი საპროტესტ აქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ისტერიკაში, გავეშებულ მდგომარეობაში მყოფ დესტრუქციული "ნაცების" ლიდერებთან გვერდით დგომა რაციონალურად მოაზროვნე ამომრჩევლისათვის წარმოუდგენელია და სირცხვილია. რაც შეეხება დემოკრატიის უკუსვლას. დემოკრატია ერთგვარი პროცესია. მისი შკალა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხან აქეთ გადაიხრება ხან იქეთ.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge