23:45 23.02.2021
ამ ტილიანს საერთოდ რატომ ეკითხებით აზრს? - ეკა კვესიტაძე

ამ ტილიანს საერთოდ რატომ ეკითხებით აზრს? - წერს ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, რომელიც ძალიან გააღიზიანა პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის განცხადებამ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. 

 

შეგახსენებთ ალეკო  ელისაშვილის კომენტარს: „ეს მუშტების ბრახუნი და წინასწარ პირობების დაყენება ორივე მხრიდან ცუდია. რა თქმა უნდა, დაამძიმა სურათი დღევანდელმა სპეცოპერაციამ და ნიკა მელიას დაჭერამ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამოსუნთქვა, დამშვიდება. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარემ მოთოკოს ემოციები, ქვეყნის პერსპექტივა დევს სასწორზე. ხალხზე და ხალხის პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ. ვხედავთ, ხო?! იბრიქებოდნენ იქ ხაზარაძე და უგულავა, დაიცვეს მელია? სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ. ვინ შეატოვეს? ისევ უბრალოდ აქტივისტები და ხალხი შეატოვეს” ,— ამბობს ელისაშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge