დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნიკა მელიას დაპატიმრებით საქართველომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა! - ბონდო მძინარაშვილი 24.02.2021 12:13

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელიას დაპაატიმრების ფაქტს ეხმაურება:


"ნიკა მელიას დაპატიმრება უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკანდახევა კი არ არის, საქართველომ მანძილი გაზომა ევროკავშირში და ნატოში ნახტომისთვის გამოსაქანებლად, ანუ "რაზგონისთვის".


სერიოზულად კი, - აშშ-ში ან ევროპის ქვეყანებში რომელიმე პოლიტიკოსს სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე რომ დაეკიდებინა, დემონსტრაციულად უარი ეთქვა მის შესრულებაზე და პარტიულ ოფისში გამაგრებულიყო, რას იზამდა პოლიცია და სასამართლოს აღმასრულებელი?


ააა, იქ ასეთი რამ არ მოხდება?


რატომ, იქ ასეთი პოლიტიკოსები არ გყავთ?


და რატომ არ გყავთ, მე გითხრათ?


კი ბატონო, გეტყვით: იმიტომ, რომ როცა პირველად ერთი პოლიტიკოსი ასე მოიქცა, პოლიცია მივიდა და სასამართლოს გადაწყვეტილება სულ ფურცელ-ფურცელ შეაჭამა!


მას შემდეგ არც ერთ პოლიტიკოსს აღარ გასჩენია სასამართლოს დაცინვის სურვილი!


აი, ასე მივიდნენ ის ქვეყნები დემოკრატიამდე!


ჰოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით და ნიკა მელიას დაპატიმრებით საქართველომ უკან კი არ დაიხია უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, არამედ წინ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი!

 

ამიერიდან ყველა პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი გაითვალისწინებს, რომ სასამართლოს და სახელმწიფოს დაცინვა ძვირად დაუჯდება!


ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებში!


ასეა დიდ ბრიტანეთში!


ასეა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში!


ასეა საფრანგეთის რესპუბლიკაში!


ასეა ისრაელის სახელმწიფოში!


ასე ბევრ ქვეყანაშია!


და ასე იქნება საქართველოში!


არ უნდა ამას დიდი შეშფოთება-აღშფოთება-შეძრწუნება!


ეს მისასალმებელია!


და მისასალმებელია უპირველესად დემოკრატიული სამყაროსგან!


ასე გვესმის ჩვენ დემოკრატია და კანონის უზენაესობა, - როცა ყველა თანასწორია!


გამორჩეულები და უფრო თანასწორები კი "ცხოველების ფერმაში" არიან და დემოკრატიასთან, მით უმეტეს უფრო ძლიერ დემოკრატიასთან, საერთო არაფერი აქვს!" - წერს მძინარაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ