დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ფულისკენ სწრაფვა ადამიანს მარიონეტად ხდის - სტივ ჯობსი 24.02.2021 12:32

სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა.  კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან – სტივენ ვოზნიაკთან – ერთად ავტოფარეხში, Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა.

 

მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ – iPhone, ცოტა მოგვიანებით კი – iPad.

 

ამ წარმატებამდე იყო მისი სამსახურიდან გაშვების საკმაოდ უცნაური ამბავი და Apple -ისთვის დაკარგული 11 წელი. ის სამსახურიდან გაათავისუფლა ადამიანმა, რომელიც თავად დაიქირავა.

 

,,მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Apple -დან გაშვება ყველაზე კარგი რამ იყო, რაც შეიძლებოდა შემმთხვეოდა. წარმატებული ადამიანის სიმძიმე დამწყები ადამიანის სიმსუბუქემ შეცვალა. ამ ფაქტით დაიწყო ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ხუთ წელიწადში შევქმენი კომპანია Next,მერე – კომპანია Pixar და შემიყვარდა საოცარი ქალი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა”, – ეს სიტყვები სტივ ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალზე წარმოთქვა.

 

მის მიერ შემუშავებულმა და სრულყოფილმა კომპიუტერებმა თუ აიფონებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიისა და მუსიკის ინდუსტრიაზე. მას ხშირად უწოდებენ „ციფრული რევოლუციის“ მამას.

 

აკეთეთ ის, რაც გიყვართ, უსმინეთ და ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, მარცხშიც დაინახეთ დადებითი, ნუ ეცდებით იყოთ მართალი, შეეცადეთ იყოთ წარმატებული და იმუშავეთ ძალიან ბევრი. ბევრი მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, – ეს ის მთავარი აზრებია, რომლებიც ჯობსმა სტენფორდში ახალგაზრდებს გაუზიარა.

 

ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ეპოქა შექმნა, 2011 წელს სიმსივნით გარდაიცვალა და ათასობით მიმდევარი  დატოვა, რომელიც მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უდიდეს პატივს სცემს.

 

გთავაზობთ სტივ ჯობსის უკანასკნელ საუბარს, რომელიც მან სიკვდილის წინ წარმოთქვა:

 

“ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალს მივაღწიე. ბევრისთვის ჩემი ცხოვრება წარმატების განსახიერებაა.

 

ვაღიარებ, სამსახურის გარდა, არც თუ ისე ბევრი რამ მაბედნიერებს. სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიე.

 

ვწევარ საავადმყოფოს ლოგინზე და მთელს ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა კი მივხვდი, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა.

 

როდესაც სიბნელეში აპარატზე მოციმციმე მწვანე შუქს ვუყურებ და მისთვის დამახასიათებელ მექანიკურ ხმას ვუსმენ, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა როდესაც საკმარისად გვაქვს ფული, დროა დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის..

 

ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. შეიძლება ზოგისთვის ეს ურთიერთობებია, ზოგისთვის ხელოვნება, ან ბავშვობის ოცნებები…

 

სახელის მოხვეჭისკენ ან ფულისკენ სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად ხდის. ეს მეც დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობებით დაგვაჯილდოვა, რათა საყვარელი ადამიანებისთვის გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს…

 

სიმდიდრეს, რომელიც ამ ცხოვრებაში მოვიხვეჭე, თან ვერ წავიღებ. რასაც თან წავიღებ, ეს მხოლოდ მოგონებებია, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული. აი ეს არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გდევდეთ, გაძლევდეთ წინსვლის ძალას.

 

სიყვარულს ყველაზე დიდი სიშორის დაძლევაც შეუძლია. ცხოვრებას საზღვრები არ გააჩნია. მიაღწიეთ იმ მწვერვალებს, რომელთა მიღწევაც გსურთ. წადით იქ, სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენ ხელშია.

 

ბევრი ფულით თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ ადამიანები, რომლებიც ყველგან წაგიყვანენ, სამსახურში ან სახლში ყველაფერს გაგიკეთებენ, მაგრამ ვერავინ იავადმყოფებს თქვენს მაგივრად.

 

მატერიალური საგნები, რომლებსაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ, კიდევ შეიძლება გამოვძებნოთ, გამოვიმუშავოთ. მაგრამ არის ერთი რამ, რომელიც თუ დაკარგე, ვერასდროს იპოვნი, ეს ცხოვრებაა.

 

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ. ყველასთან დადგება დღე, როცა ფარდა დაეშვება…


თქვენი განძია სიყვარული ოჯახის წევრებისადმი, მეგობრებისადმი, ახლობლებისადმი…

 

გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ სხვებზე…”

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ