13:34 24.02.2021
რას წერს ავსტრიული პრესა ნიკა მელიას დაკავების საქმეზე

ავსტრიული გაზეთი „დერ სტანდარდი“ («Der Standard») სტატიაში სათაურით „ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება გამოიწვია“ (ავტორი - ანდრე ბალინი), აღწერს რა პოლიციის სპეცრაზმის მოქმედებას ნიკანორ მელიას დაკავების მიზნით, გარკვეულ კომენტარებსაც აკერთებს:


„არსებითად, საქმე ეხება საქართველოს პერსპექტივას, რომელსაც ხელს უშლის მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება ქვეყნის ხელისუფლების ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფებიან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამასთან, საქართველოში თავიანთი ინტერესები აქვთ მსოფლიოს დიდ ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს, ანუ საქართველოში შექმნილმა არასტაბილურმა სიტუაციამ რამაც შეიძლება ორივე სახელმწიფოს დაპირისპირება გამოიწვიოს.

 

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში 2003 წელს „ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა, თავდაპირველად, დასავლეთისთვის საიმედო პიროვნებად ჩანდა - იგი კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას ესწრაფვოდა, ცდილობდა ეკონომიკის მოდერნიზებას... თუმცა, მისი დემოკრატობის იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა 2007 წელს ოპოზიციის დემონსტრაციის უმკაცრესმა დარბევამ და და ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიის დაუხრვამ. მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს დამარცხებამ 2008 წლის ხუთდღიან ომში რუსეთთან და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დაკარგვამ.


მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები, ბიძინა ივანიშვილს არცთუ იშვიათად პრორუს პიროვნებად მიიჩნევენ - ალბათ, იმიტომ, რომ მან თავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრების პერიოდში დააგროვა, თუმცა ეს სინამდვილეს მხოლოდ ნაწილეობრივ შეესაბამება. პრინციპში, ბიძინა ივანიშვილი ასევე დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ იმავდროულად სურს რუსეთთან ურთიერთობის რამენაირად დარეგულირებაც.


2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერტიანი ნაცმოძრაობის“ მარცხის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი წელი იყო პრეზიდენტად, ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ემიგრაციაში წავიდა. ამჟამად იგი უკრაინაშია და გარკვეული დროის განმავლობაში რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა. საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სასამართლოს განაჩენით მას პატიმრობა ემუქრება, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ოპოზიციურ პარტიაში და მოსახლეობაში მაინც გავლენიანი პოლიტიკოსის სახელით სარგებლობს“.


წყარო: https://www.derstandard.at/story/2000124412626/verhaftung-von-oppositionsfuehrer-provoziert-krise-in-georgien

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge