დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დასავლეთი პანდემიას არასასურველი მთავრობების დასასჯელად იყენებს - სერგეი ლავროვი 24.02.2021 17:03

დასავლეთის რიგი ქვეყნები აგრძელებენ მავნე ზემოქმედების უგულვებელყოფას, რასაც პანდემიის ფონზე ადამიანის უფლებებზე დაწესებულ შეზღუდვები იწვევს და ამ შეზღუდვებს იმ მთავრობებზე ზეწოლისთვის იყენებენ, რომლებიც არ მოსწონთ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის შეხვედრაზე განაცხადა.


”დასავლეთის დედაქალაქები კვლავ ჯიუტად უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამას არამარტო ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებად მივიჩნევთ, არამედ იმის სურვილად, რომ პანდემია არასასურველი მთავრობების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების განხორციელებისთვის გამოიყენონ,“- აღნიშნა ლავროვმა.

 

მისი თქმით, პანდემიისა და კონსოლიდაციის აშკარა საჭიროების მიუხედავად, ”ზოგიერთ დასავლელ კოლეგას ჯერ კიდევ არ სურს გადახედოს საკუთარ ეგოისტურ პოლიტიკას” და უარი თქვას შანტაჟისა და ზეწოლის არალეგიტიმურ მეთოდებზე. "გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოწოდებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელი საკვების, მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებასა და შესაბამის ფინანსურ ოპერაციებზე ცალმხრივი სანქციების შეჩერების შესახებ უგულვებელყოფილია,“ -აღნიშნა ლავროვმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ