ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა და არა მხოლოდ ერთი ეტაპი, როგორც მანამდე, რათა ბიზნესმა, ხალხმა, დაგეგმონ და მოემზადონ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მოკლედ, როგორც ვხედავთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, 7 მლრდ ადამიანი არავის დაუხოცავს და ჩაკეტვების ინტერესიც არავის აქვს. დაჩიპვის შიშებიც გაუვლის ხალხს.
შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი:
- სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან,
- რესტორნების შიდა სივრცეები, ბავშვთა ბაგები 1 მარტიდან,
- ბაზრობები, საცალო და სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტების საბაგიროები 8 მარტიდან,
- თეატრები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და დარბაზები 15 მარტიდან,
- სპორტული შეჯიბრები, თეატრალური წარმიდგენები 1 აპრილიდან.
ესაა რაც მოვასწარი. მაინც გადაამოწმეთ.
იმედია, მოქალაქეები თავად გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და ჩვენი გავამკაცრებთ წესების დაცვას მაკონტროლებლების გარეშე, რადგან ახლიდან არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: პირბადეები, ხელების ხშირი დასპირტვა/დაბანა, განსაკუთრებით, როცა რაიმეს შევეხებით და ა.შ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge