დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დასავლეთმა არასდროს აღიარა რეალობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი წევრი კრიმინალთანაა დაკავშირებული - ლინკოლნ მიტჩელი 24.02.2021 20:29

ნიკა მელიას დაკავება არის დასაბუთებული, ამ გადაწყვეტილების დაცვა შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლინკოლნ მიტჩელმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

როგორც მიტჩელი აცხადებს, დასავლეთის ამოცანაა, მოახდინოს კრიზისის დეესკალაცია.

„მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს, თუმცა, თავისთავად, ეს ფაქტი არ არის საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის დრამატული ცვლილება. მელიას დაკავება და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი, რაც მოჰყვა დამარცხებას არჩევნებში, რომელთაც ახლდა ხარვეზები, მაგრამ ეს საკმარისად ლეგიტიმური არჩევნები იყო, გახლავთ უფრო ფართო კონტექსტი საქართველოში დემოკრატიის სტაგნაციისა, რაც რამდენიმე წელია, ხდება.

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, ნათელია. საერთო ჯამში, მელიას დაკავება არის დასაბუთებული და ამ გადაწყვეტილების დაცვა შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, დასავლეთის პოზიციები შერბილდა, რადგან დასავლეთმა არასდროს აღიარა რეალობა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი წევრი კრიმინალთანაა დაკავშირებული. საქართველოში ორივე მხარემ, ისევე, როგორც დასავლეთმა და აშშ-მა, უნდა მოახდინონ ფოკუსირება არა იმაზე, რომ მართლები არიან, არამედ დეესკალაციის გზებზე“, – განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ