დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ, ქართველ ხალხს მიიჩნევს მტრად, რადგან ვერასდროს აპატიებს არჩევნების შედეგებს - დავით ზარდიაშვილი 24.02.2021 20:39

დავით ზარდიაშვილის პოსტი: 
ბურჯანაძის აგრესიულობის მაგალითზე, რომელიც გვემუქრება - თუ ჩემზე სიმართლეს იტყვით, "ენას ამოგაძრობთო", ნათელია: ექსტრემისტული ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს, საქართველოს ამომრჩეველს მიიჩნევს მტრად, რადგან ვერასდროს აპატიებს არჩევნების შედეგებს.
ცხადია, ისეთი წრეგადასულად ამპარტავანი, როგორიც ეს ქალბატონია, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი პარტია შექმნა და საარჩევნო ბარიერი ერთხელაც ვერ გადალახა, სწორედ ქართველ ხალხზეა გაცოფებულ-აღრენილი - "ეს როგორ გამიბედესო!" ხოლო ხელისუფლება, რადგან მას ენა უკვე შეაჩვია, მხოლოდ ამ ხალხის "დაბალი ღობე" ჰგონია!
იგივეს თქმა შეიძლება დანარჩენი ნაცების (ბურჯანაძეც იმთავითვე მოქკავშირელი ნაცია, ოღონდ 2010-ში გაკეთებული ნიღაბი ახლა ჩამოიხსნა)ამპარტავნობაზე, მათ სჯერათ, რომ თითქოსდა ჩამომავლობითა და თანაც, შთამომავლობითაც, ეკუთვნოდათ საქართველოს მართვა-გამგებლობა და თავადობა, რაც "გაყალბებული" არჩევნებით უკანონოდ ჩამოართვეს! მარტო ეს მიზეზი საკმარისია, რომ დავასკვნათ: ყველანი, მდაბიოობას ვინღა ჩივის, როგორც "თეთრ ბაირაღებში" ლიმონა იტყოდა - "დამპალი თესლისგან არიან აღმოცენებულნი."
აქ ლიმონას "ქურდული გაგება" არაფერ შუაშია. ეს ასეა ნებისმიერი ადამიანური, თუნდაც იგივე "ევროპული და მაშასადამე, ქართული" გაგებითაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ