დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი ხაინდრავა ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს „სამარცხვინოს“ უწოდებს და „უზრდელობის მწვერვალად" აფასებს 24.02.2021 21:27

 

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში განხორციელებული ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები ქართული საზოგადოების კრიტიკის საფუძველი გახდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ის გააკრიტიკა, რეჟისორი გიორგი ხაინდრავა იყო, რომელმაც რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში, მალხაზ გულაშვილის გადაცემაშირეალურიპოლიტიკახაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსის განცხადებები იყოსამარცხვინო“.

ასე ელაპარაკოს თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსეს იყო უზრდელობის მწვერვალივის ასწავლის ჭკუას? ჩვენ გვასწავლის, ვინ არის ნიკა მელია და რას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა? მე მაგათ სულგაყიდულებს ვეძახი,“ -  განაცხადა  გიორგი ხაინდრავამ და მოუწოდა ლიეტუვის ელჩს საქართველოში, გაითვალისწინოს  ქართული საზოგადოების განწყობა.

გიორგი ხაინდრავას მსგავსად, კრიტიკულად შეაფასეს პავილიონისის განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა. განცხადებები კეთდებოდა საპარლამენტო წრეებსა და მთავრობაში, რაც სავარაუდოდ გახდა ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვისსაკანონმდებლო ორგანოში დაბარების საფუძველი. გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. „ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.

ამასთან, როგორც ლიეტუვის მედია იუწყება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორ იაჩმილიტე-ნილსენმაც. მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით გასულ უქმეებზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ურჩია იაროს ლიტვის გზით და არ დაკარგოს ქვეყნის მომავალი, მაშინ როცა დაკარგული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

სწორედ ეს პოზიცია გახდა ქართული საზოგადოების ნეგატიური განწყობის საფუძველიროგორც გიორგი ხაინდრავა აცხადებს, მისთვის გაუგებარია რა გზაზე ლაპარაკობდა პავილიონისი. „რა გზაზე ლაპარაკობდა? ის გზა, რასაც ის გვთავაზობს, არის სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის გზა, უკანონობის გზა, კრიმინალების პოლიტიკური ფარით მანიპულირების გზა და ის მიიღებს გზავნილს იმაზე, თუ რას ფიქრობს მასზე ქართული საზოგადოება“ -  განაცხადა  გიორგი ხაინდრავამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ