დღე: 20

ღამე: 8

USD 2.6699

EUR 2.845

გახსოვთ, მაშინ რა ღონისძიებას დაესწრო აშშ-ში ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის რანგში?! - ნინო ხაჩიძე 25.02.2021 00:42

ბლოგერი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ვაჰ - ეს რა ამომიგდო ფბ-ს მეხსიერებამ?! გახსოვთ - მაშინ რა ღონისძიებას დაესწრო აშშ-ში ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის რანგში?! მე მახსოვს - მაგრამ დაძაბეთ პაწა თქვენც მეხსიერება. დიდი და კარგი დღე იყო და ახლა რომ ვუყურებ, აშშ-ც სხვანაირი სახელმწიფო იყო მაშინ, დღევადელისგან განსხვავებული“, წერს ნინო ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი 2014 წლის თებერვალში გაიმართა. ღარიბაშვილს მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა შეერთებული შტატების ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებთან, მათ შორის: თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კაპიტოლიუმში. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მადლობა გადაუხადა მეგობრული და სანდო პარტნიორული თანამშრომლობისათვის.

 

პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრა თეთრი სახლის რუზველტის დარბაზში შედგა. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად  აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი. შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებას გაუწევს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ