დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს - 100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან 25.02.2021 12:35

25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა. საბჭოთა მმართველობის გამოცხადებას წინ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად 2 კვირიანი ბრძოლა უძღოდა.

 

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

 

"თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას“ – პროლეტარიატის პირსისხლიანმა ბელადმა ეს დეპეშა ბაქოდან მიიღო, ქართული გვარის რენეგატისგან.

 

„და უძრავ იყო თბილისის ღამე“…

 

1921 წლის 25 თებერვალს, მე-11, მე-9, მე-3 და მე-13 არმიები, ასევე, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები, საქართველოს ტერიტორიაზე ლორეს, აზერბაიჯანის, დარიალის ხეობის, მამისონის უღელტეხილის და შავი ზღვის მხრიდან შემოიჭრნენ. უზარმაზარი წითელი ურჩხული პატარა, ახალფეხადგმულ დამოუკიდებელ ქვეყანას უცაბედად დაატყდა თავს.

 

ჯალათ ოკუპანტებს საქართველომ 40-იანი არმია და ქართველი ოფიცრების, ჯარისკაცების, მთლიანად ერის შემართება და თავგანწირვა დაუპირისპირა, თუმცა, მტრის აურაცხელმა რიცხობრივმა რესურსმა თავისი გაიტანა და საქართველო, როგორც ხშირად მისი მრავალსაუკუნოვანი მატიანის მანძილზე, უთანასწორო ომში დამარცხდა. ჩრდილოეთში მოკალათებულმა ჯალათებმა და მათმა ადგილობრივმა ემისრებმა ოცნება აისრულეს და სამხრეთის ურჩ მეზობელს 70 წლოვანი მონობის უღელი კიდევ ერთხელ დააადგეს.

 

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ერს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია. კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ, 1921-23 წლებში, წინააღმდეგობის თავგანწირული მოძრაობა დაიწყო, რასაც სასტიკი საბჭოთა რეპრესიები მოჰყვა. 1922 წლის სექტემბერში, საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო ერთ-ერთი ასეთი ამბოხი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ