დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ევროდეპუტატები შარლ მიშელს საქართველოში შუამავლობას სთხოვენ 25.02.2021 12:51

ევროპული გამოცემა «Euractiv» (სარედაქციო ოფისით ბელგიაში, ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას ევროსაბჭოს თავმჯდომარის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ სათაურით „ევროდეპუტატები შარლ მიშელს საქართველოში შუამავლობას სთხოვენ“. პუბლიკაცია შეიცავს გარკვეულ შეფასებებს და კომენტარებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ (ავტორი - გიორგი გოტევი).


„როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს (თავმჯდომარეს) შარლ მიშელს სთხოვა ისარგებლოს თავისი ვიზიტით საქართველოში და მთავრობასა და ოპოზიციას შორის შუამავლობა გასწიოს, იმ პოლიტიკური სიტუაციის ჩაწყნარების მიზნით, „რომელიც სწრაფად უარესდება“.


შარლ მიშელი 3 მარტს უნდა ეწვიოს საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება მას შემდეგ, რაც პოლიცია ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეიჭრა და მისი ლიდერი ნიკა მელია დააკავა. ამით გამწვავდა ის პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც წინა პრემიერ-მინისტრი გადადგომაზე აიძულა.


ნიკა მელია, ოპოზიციური პარრტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ბრალდებულია ძალადობის წაქეზებაში 2019 წლის ივნისში გამართული ანტისამტავრობო მიტინგის დროს, თუმცა იგი ამ ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


ჟიგმანტას პავილიონისმა, რომელიც ლიეტუვას პარლამენტის (სეიმის) მიერ  სპეციალურად იყო გაგზავნილი საქართველოში საშუამავლო მისიით, იქიდან დაბრუნებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ოპოზიციონერის დასაკავებლად უცხოელ ელჩებს მხარდაჭერას სთხოვდა: „მათ მეც მთხოვეს დავთანხმებულიყავი, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებსაც... მე ვუპასუხე, რომ არავითარ შემთხვევაში-მეთქი. ახლა იქ დემოკრატია სიკვდილის პირასაა“, - თქვა ჟიგმანტას პავილიონისმა.


შარლ მიშელისადმი თავიანთ წერილში, რომელიც ინიცირებულია ევროპარლამენტის წევრის, ლიეტუველი დეპუტატის პტერას აუსტრევიჩუსის მიერ და ხელმოწერილია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ, დაგმობილია საქართველოში გამართული საპრლამენტო არჩევნების გაყალბება და მთავრობის მიერ ძალის გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ.


დასავლეთის სახელმწიფოები ბოლო წლებში მხარს უჭერდნენ საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და არ იზიარებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკულ დამოკიდებულებას, ბრალდებებს ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომლის თანახმად, მთავრობას რუსეთთან საიდუმლო კავშირები აქვს. როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი პროდასავლურები არიან.


წყარო: https://www.euractiv.com/section/europe-s-east/news/meps-ask-charles-michel-to-mediate-in-georgia/?_ga=2.264209164.1464877582.1614219369-300534837.1613099240

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ