დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

არ ღირს ვინმეს გულფიცხად წყენინება, მოვა დრო და ინანებ - ნანა გაგუა 25.02.2021 16:27

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არ ღირს:

ვინმეს გულფიცხად წყენინება (მოვა დრო და ინანებ).

ურცხვი ცილისწამება (წინ დაგხვდება).

ფულის მუჭაში მოკუჭვა (დღითიდღე უფასურდება).

სხვის პრობლემაზე  თვალის დახუჭვა (გული გიქვავდება).

ოქრო-ვერცხლ-ბრილიანტის შეგროვება ( განა, რანდენი თითი გაქვს?!).

ჭინჭებზე წუხილი (ცვდება და რეცხვაში ფერს კარგავს).

ოცი ბინა და სამი აგარაკი (რამდენად უნდა გაიყო?!).

შვიდი ჯიპი (განა, რამდენი საჯდომი გაქვს?!).

რვაას სამოცი მეგობარი (ყველა ვერ გიმეგობრებს).

ლარნაკებისა და ფუჟერების გროვება (წკააპ და იბზარება).

სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და მასში კირკიტი (საკუთარი  დაალაგე და დრო აღარ დაგრჩება).

სხვისი ქმარი (ბოლოს კარგი მამრი მაინც ცოლთან ბრუნდება და ცუდი რაში გჭირდება ?).

სხვისი ცოლი (ისევ ყოფილ ქმარზე იფიქრებს გულში).

სხვის ვაკანსიაზე ნადირობა ( შეიძლება ვერ გაქაჩო და შერცხვები).

პარლამენტარობა-მინისტრობა (რაში გჭირდება მუდმივი ლანძღვა-გინება?!)

სხვისი მეგობრების შენსკენ გადმობირება (გადმობირებულები მერე შენსგანაც  სხვისკენ ''გადაბირდებიან'').

სხვისი სიზმრების საშენოდ ახსნა, ასე და ისეო... (ცუდი სიზმარი ბოროტისგანაა).

სხვისი ფინანსების თვლა (რა გემატება ამით?!).

პროფილის სურათად ''მონიკა'' ან ''გარსია ლორკა'' ( საკუთარი გვარ-სახელი არ მოგწონს?).

ფოტოშოფი და ფილტრები (საკუთარ თავს ატყუებ).

დასკვნა: ნაკლები იბორგე სხვისი კეთილდღეობის გამო და მხოლოდ ''საკუთარი ყანა'' თოხნე, მერე ჯანსაღი მარცვალი ჩაყარე ბელტებში და წელს თუ არა, მომავალში ხასხასა ჯეჯილი აუცილებლად ამოგიბიბინდება - აკი ნათქვამია, ''ადამიანი როგორც ცხოვრობს, ისე ბერდებაო''.

გაკოცეთ....

მარად თქვენი ნანა გაგუა" - წერს ის. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ