დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების კონკურსი გამოცხადდა 25.02.2021 18:57

25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ  ოკუპაციის 100 წლისთავთან  დაკავშირებით,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსი   და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების  კონკურსი.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის კონკურსი მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან,  ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა, კვლევის შედეგების გავრცელება, კვლევის   ინტეგრაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში.


საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის    კონკურსის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ