დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა - მამუკა მდინარაძე 25.02.2021 20:07

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა თანმიმდევრულია.

 

„პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლიც კანონიდან გამომდინარეობდა, სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა. პროკურატურა თანმიმდევრულია, მის მოქმედებებში, რადგან არც ერთ ეტაპზე, იმ პირობებში, თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა, მათ პატიმრობა არ მოუთხოვიათ. მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შესრულებაზე. დღესაც იმავეს ამბობს პროკურატურა! აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეა საუბარი და არა პატიმრობის პირობებში გირაოს პირობების შესრულებაზე. ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი", - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ