დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ რუსული რაკეტა “ისკანდერი”, გასროლის შემდეგ, ან საერთოდ არ, ან “მხოლოდ 10 პროცენტით” ფეთქდებოდა 25.02.2021 22:16

ბესო კურტანიძის პოსტი:
სომხეთის პრემიერმა ინტერვიუში თქვა, რომ რუსული რაკეტა “ისკანდერი”, გასროლის შემდეგ, ან არ ფეთქდებოდა, ან “მხოლოდ 10 პროცენტით” ფეთქდებოდა. ამით, ფაშინიანმა რუსეთს და მის ინტერესებს იარაღის ბაზარზე რაღაც ზიანი მიაყენა. რუსი სამხედროების, დეპუტატების და ექსპერტების რეაქცია არის მკაცრი. ძალიან ეჭვი მეპარება, ფაშინიანს ზემოაღნიშნული წინდაუხედაობით ან ომში საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ეთქვა. ფაშინიანი რუსეთთან კონფრონტაციაზე წავიდა. იმ პირობებში როდესაც ყარაბაღის მოსახლეობა რუსი სამშვიდობო ძალების იმედად ჰყავს და სომხეთში ძალიან ბევრი ოჯახი თავს რუსეთში შრომით ირჩენს, ფაშინიანის განცხადება პროვოკაციულია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. ყარაბაღის ომი უკვე მორჩა და რუსეთის წარმოებული იარაღის საჯარო კრიტიკა, სომხეთის პრემიერს არაფერ კარგს არ მოუტანს. ყარაბაღის ნაწილი რუსეთის დახმარებით არ გადავიდა აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ და ეს სომხებმა კარგად იციან. რეგიონში თურქეთის გააქტიურების შემდეგ, სომხეთი ომის შემდეგ რუსეთის დახმარებით აპირებდა სიტუაციის მის სასარგებლოდ შეცვლას, ახლა როგორც ჩანს წილი ნაყარია - ფაშინიანი გეზს დასავლეთისკენ იღებს, რაც დიდი ალბათობით, ხელისუფლების ფასად დაუჯდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ