დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თქვენს სულს და პატრიოტობას ვენაცვალე, ჩვენო სათაყვანებელო და საამაყო მეცნიერნო! - ლევან თაქთაქიშვილი 25.02.2021 22:43

ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი აქვეყნებს ისტორიულ ფოტოს და წერს:
ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე. 1902 წელი. თითქოს ივანე ეუბნება ნიკო მარს: ეჰ, ციფრული ტექნოლოგიები იყოს დანერგილი, ლეპტოპითა და ციფრული ფოტოაპარატით ვიყოთ შეიარაღებული, რა მოცულობის მასალას გადავიღებდით? ეს კი არ იცოდნენ ორივემ, რომ საუკუნე გავიდოდა და დამოუკიდებელი საქართველოს მკვლევარები ისევ მათი აღმოჩენების და გადაწერილი ხელნაწერების ამარა დარჩებოდნენ და სინას მთის ექსპედიციისათვის საქველმოქმედო ფონდების ამარა იქნებოდნენ? თქვენს სულს და პატრიოტობას ვენაცვალე, ჩვენო სათაყვანებელო და საამაყო მეცნიერნო!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ