დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კახა კალაძემ ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით თბილისელს ძალიან გაახარებს 25.02.2021 23:14

კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ესწრებოდა შეხვედრას და ჩვენ ვისაუბრეთ, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დიალოგზე. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით მოქალაქეს, თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, ესწრებოდა თუ არა კახა კალაძე სხდომას და მას უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ხომ არ გააჩნია დიალოგის შესახებ. მისი თქმით, მოლაპარაკება არის გზა, რომელიც არ შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას.

„რაც შეეხება დიალოგს და ამაზე მზაობას, უალტერნატივოა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დიალოგი ყველა ვარიანტში უნდა შედგეს და მოლაპარაკება არის გზა, რომელიც არ შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას. კახა კალაძეც, მამუკა მდინარაძეც, სხვა ადამიანებიც ჩვენს გუნდში, უკლებლივ ყველანი არიან ამ აზრზე. ასევე უალტერნატივოა მოსაზრება იმის შესახებ და ჩვენი პარტნიორებიც ამას არაერთ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ კანონის უზენაესობა არის უპირატესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ეს არის აუცილებელი პირობა, რაც უნდა ხდებოდეს ყველა განვითარებულ თუ განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ მას დემოკრატიაზე რამე პრეტენზია გააჩნია. კახაც და ჩვენც ყველა ვდგავართ ამ საერთო პოზიციაზე და ინტერპრეტაციების საშუალება ამ განცხადებებში არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ​​.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ