დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ვურჩევ ოპოზიციას, ნუ გაფლანგავს ამ მხარდაჭერას, რომელიც დაუმსახურებლად მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“ საჩუქრად 25.02.2021 23:52

„ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა ნიკა მელიასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა გადმოვიდა ოპოზიციის მხარეს. ვურჩევდი ოპოზიციას, ნუ გაფლანგავს ამ მხარდაჭერას. სულელური პროვოკაციული აქციებით, შეიძლება გავფლანგოთ, ის მხარდაჭერა, რომელიც დაუმსახურებლად მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“ საჩუქრად, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან გასაგები პოზიციებით უნდა მივიდნენ.

 

,,მე ვიცი ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, რომელიც საერთოდ არ მომწონს როგორც იქცევიან. ძალიან ცუდად იქცევიან და ადამიანურად არ არიან მართლები პირადად ჩემთან და ჩემს მეგობრებთან. ვგულისხმობ ყველას ვინც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო. როდესაც ჩვენ მივედით და ვკითხეთ ნიკა მელიას, რომ დაიჭერენ შემდგომში, როგორ ვიმოქმედოთო, გვიპასუხეს: “ ჩვენ თქვენთან არ დავილაპარაკებთო”. გიჟები ხომ არ არიან? ვისთან არ ლაპარაკობენ? „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა ნიკა მელიასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა გადმოვიდა ოპოზიციის მხარეს. ვურჩევდი ოპოზიციას, ნუ გაფლანგავს ამ მხარდაჭერას, სულელური პროვოკაციული აქციებით შეიძლება გავფლანგოთ ის მხარდაჭერა, რომელიც დაუმსახურებლად მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“ საჩუქრად. უნდა წავიდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან გასაგები პოზიციით და ვთქვათ, მართლა რაც გვინდა. მე არ ვარ თანახმა, ახლა მივიდეთ და რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ ყოველგვარი გასაგები პირობების გარეშე“, - აღნიშნა მან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ