დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ვაქცინის გაკეთებისთანავე თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ - ელისაბედ მეორე 26.02.2021 11:36

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ამბობს, რომ კორონავირუსზე აცრა ძალიან სწრაფად ხდება და საერთოდ არ არის მტკივნეული.

 

„ვაქცინის გაკეთებისთანავე, თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი იყო სწრაფი. მე ბევრი წერილი მივიღე ხალხისგან, რომლებიც გაოცებულნი იყვნენ, თუ რამდენად ადვილად ხდება ვაქცინის გაკეთება. იცით, ეს საერთოდ არ არის მტკივნეული“, - აღნიშნა დედოფალმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრის დროს.

 

94 წლის დედოფალს ვაქცინის პირველი დოზა გასულ თვეში გაუკეთეს. მასთან ერთად აიცრა მეუღლე, პრინცი ფილიპე. ცოტა ხნის წინ ვაქცინაცია ჩაიტარა პრინცმა ჩარლზმაც. სულ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 19 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ